ბლოგის შესახებ
gabo.ge ეს ყველაზე ადამიანური ბლოგია ქართულ ბლოგ სივრცეში . იგი ერთგვარი თავშესაფარია ჩემთვის კიბერსამყაროში, საიდანაც ვცდილობ მოგიყვეთ ყველა იმ ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ რაც ჩემს გარშემო, სამყაროში ხდება. ბლოგი 2009 წლის აპრილიდან არსებობს და ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ მკითხველთა ნაწილის ყურადღება მიიქცია . ბლოგს რაიმე განსაკუთრებულად გამოკვეთილი თემატიკა არ გააჩნია. აქ იწერება ყველაფერ იმაზე რაც ჩემთვის, როგორც ბლოგის ავტორისთვის აქტუალური და საინტერესოა. არ მაქვს ამბიცია რომ რაიმე განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს ვამბობ ჩემი პოსტებით , მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ ამ ფორმით . ვცდილობ მიუკერძოებელი ვიყო და ნაკლებად დავემორჩილო ცენზურას და საერთოდაც ჩემს ბლოგზე მე თავად ვარ ცენზორი . და აი ასე ვტკბები თავისუფალი სიტყვის ამ სივრცით.
ვინა ვარ მე?????
ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაქვს ლიბერალური შეხედულებები , ჩემთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია და ვცდილობ ადამიანური ვიყო მათთან ურთიერთობისას. მიყვარს ფილმები . მუსიკა , კითხვა, ხატვა. ბლოგზეც ხშირად ვწერ ამის შესახებ. ძირითადი თემებიც სწორედ ეს გახლავთ ჩემს ბლოგზე .
ასევე დაინტერესებული ვარ ახალი მედიით , სოციალური ქსელებით. ბლოგინგით . ჩემთვის აქ შესანიშნავი საშუალებაა როგორც ინფორმაციის მისაღებად ასევე მის გასაცემად.
მაქვს სხვადასხვა სახის ჰობი. ერთ ერთი მათგანი ტიხრულ მინანქარზე მუშაობაა. სამი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ცუდია რომ ბევრად სერიოზულად არ უყურებენ ქართველი ბიზნესმენები ამ საქმის განვითარებას საქართველოში.
მოკლედ სულ ეს იყო რაც ბლოგის და ჩემს შესახებ მინდოდა მეთქვა გამოიწერეთ და იკითხეთ gabo.ge



ილიას უნივერსიტეტზე გამეცინა… რა დრო იყო ჭავჭავაძეს ვუძახოდით… ეჰ