თეატრი უკვდავია
დღეს თეატრის დღე იყო. ქართველი ბლოგერები: მარი, თინი, თაზო, ზურა ლანდიშა , ენდი ანი და ირინა რუსთაველის თეატრში სპექტაკლ ”შობის მეთორმეტე ღამეზე” ვიყავით. სპექტაკლის დაწყებამდე დრო ”კაფე ოპერასთან-” ში გავიყვანეთ. განწყობას ზურიუსი გვიქმნიდა თავისი ჩვეული იუმორით. ენდი დღეს გავიცანი, აქამდე რატომღაც იაპონელი მეგონა, :grin: თურმე იაპონიაზე შეყვარებული ახალგაზრდა ქართველი ყოფილა . ბევრი ვისაუბრეთ და არა მხოლოდ ქართულ ბლოგოსფეროზე. ამასობაში სპექტაკლის დაწყების დროც მოახლოვდა.
”შობის მეთორმეტე ღამე” ერთ ერთი ულამაზესი სპექტაკლია რაც რუსთაველის თეატრში იდგმება. სპექტაკლს ფონად გასდევს სცენები ბიბლიიდან. ხარების, შობის, მოგვების,ჯვარცმის. ეს ყველაფერი ძალიან ფაქიზად არის გაკეთებული და თითქმის არ მეგულება ადამიანი ვინც ამ სცენებში მკრეხელობას შენიშნავს, პირიქით სპექტაკლს ძალიან ავსებს და ორმაგად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.
” შობის მეთორმეტე ღამის ” რეჟისორი რობერტ სტურუა გახლავთ. მხატვრობა გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის. მუსიკა კი გია ყანჩელს. ალბათ ამ სამი სახელით ყველაფერი ნათქვამია.
სამსახიობო დასიც ძალიან კარგი მსახიობებისგან შედგება. : ზაზა პაპუაშვილი, მარინა კახიანი , გოგა ბარბაქაძე, ლევან ხურცია სამწუხაროდ დღეს ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძე არ გახლდათ სპექტაკლში მის ნაცვლად ნანა ლორთქიფანიძემ შეასრულა ჯამბაზ მარიას როლი.
ზაზა პაპუაშვილი სპექტაკლის ნამდვილი ვარსკვლავია. ძალიან ძალიან კარგად გაართვა დღეს თავი . თან ისეთ ექსტრემალურ პირობებში მოუხდა მუშაობა რომ სპექტაკლი თითქმის ჩაშლის პირას მივიდა. დღეს ქართული ჟურნალიზმის ზეიმი შედგა, ტელეკომპანია იმედმა აბსოლიტურად ამაზრზენი სიუჟეტი გაააშუქა . დეზიმფორმაციის სახით გაშუქდა თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი დაიღუპა და ქვეყანაში რუსული ჯარი შემოიჭრა. ინფორმაციის გავრცელებისას დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა ხალხი ტოვებდა დარბაზს, თავიდან ვიფიქრე რომ ცრუ განგაში იყო , ან სულაც ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალათქო რადგანაც ნანუკა ხუსკივაძის სპექტაკლში არ მონაწილეობის მიზეზი ბატონი კახის ავადმყოფობა გახლდათ. ბოლოს გავარკვიე რაც ხდებოდა . ინფორმაცია დამაჯერებელი ჩანდა რადგანაც დღეს 1 აპრილი არ ყოფილა და რას წარმოვიდგენდი თუ იმედის ჟურნალისტები ხუმრობის ხასიათზე იქნებოდნენ. პანიკას არ ავყოლილვარ პირიქით ძალიან მშვიდად ვიყავი. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა 15 წუთში მაყურებელმა კვლავ სცენაზე უხმო მსახიობებს და სპექტაკლი გაგრძელდა. ბატონმა ზაზამ შესანიშნავად მოახერხა ამ სიტვაციას გამკლავებოდა და კვლავ გაეგრძელებინა სპექტაკლი . ეს ისტორიული კარდები კი ბლოგერმა ზურიუსმა ისტორიას შემოუნახა. სპექტაკლის ნახვა მხოლოდ ამის გამო ღირდა რადგანაც არც ისე ხშირია შემთხვევა როდესაც რუსთაველის თეატრში მსგავსი რამ მოხდა.
”შობის მეთორმეტე ღამემ” ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ეს ერთ ერთი საუკეთესო სპექტაკლია. ბისზე გამოსული ზაზა პაპუაშვილი შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა მაყურებელს :
თეატრი უკვდავია
01:56
08:00
15:32
მეც მინდა სპექთაკლზე
დარაბებს მიღმა გაზაფხულია და მიყვარხარ მიყვარხარ მიხვარხარ მინდა ძალიან … ვერ მოვაბი თავი, მაგრამ მოვაბამ
შობის მეთორმეტე ღამეზე ყველას ეგეთი შთაბეჭდილება რჩება ერთი მეც უნდა ვნახო
[პასუხი]
19:00
12:19
« არა მონარქიას შემდეგი პოსტი
ძვირფასო ჯონ (კინოთეატრ რუსთაველში) »

23:44
მალადეც!
აი, ახლა კი უნდა ვაღიარო, რომ გაღიარებ, გოჩა
[პასუხი]
gabo Reply:
March 14th, 2010 at 10:10
შენ და მალე ნაურუც მაღიარებს და ეგაა ავიწყე ცხოვრება B)
[პასუხი]