ქუჩაში რომ შეგხვდეთ

პოსტის ავტორი gabo 22 კომენტარი
გაავრცელე

ტეგ თამაშები ყოველთვის მომწონდა, რამდენიმე ასეთი მეც გამიკეთებია და ვთვლი რომ სახალისო გასართობია ბლოგოსფეროსთვის. თან ბევრ ისეთ ინფორმაციას გაძლევს ამა თუ იმ ბლოგერის შესახებ, რომელასაც სხვაგვარად ვერ გაიგებდით. მაგალითად ამ თამაშის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მოვყვეთ თუ დღის განმავლობაში სად ვატარებთ დროს, სად შეიძლება შეგვხვდეთ ქუჩაში და რა ვიზუალური მახასიათებლებით გვიცნობთ. შემდეგ კი ალავერდის პრინციპით სხვა ბლოგერი მოგვიყვება საკუთარ თავზე. მოკლედ ასე და ამგვარად ლევოს მიერ დათაგული ანუ ალავერდგადმოცემული თუ როგორც არის,  ვეცდები მცირე დეტალები მოგიყვეთ ჩემი ყოველდღიურობიდან.

სად

ყველაზე ხშირად ჩემი ნახვა ალბათ ისევ ინტერნეტ სივრცეშია შესაძლებელი ამ მისამართზე. 24/7 ზე თუ ვერა 10/7 ზე მინიმუმ აქ დაგხვდებით.  განსაკუთრებით თუ ღამით უძილობამ შეგაწუხათ და თუნდაც 5 საათისთვის სხვა მოსაუბრე ვერავინ  გამონახეთ, შეგიძლიათ მომაკითხოთ ოღონდ ფერმის მორწყვას და ასეთებს ნუ მომთხოვთ, ქრონიკულად ვერ ვიტან აგრონომებს,  მითუმეტეს ვირტუალურ აგრონომებს .

მეორე ადგილი სადაც დღის განმავლობაში გარკვეულ დროს ვატარებ, ილიას უნივერსიტეტია  A,  D და E კორპუსები. შუალედების დროს რომელიც ძირითადად 4 ხშირ შემთხვევაში 5 საათიან მონაკვეთებსაც კი მოიცავს, ან ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფე ლიგამუსში ვზივარ დარბაზში და წიგნს ვკითხულობ, მინიმუმ ვათვალიერებ ან ვეძებ რაიმე ჩემთვის საინტერესოს, ან აბაშიძეზე მდებრე კაფეში რომელსაც თუ არ ვცდები  donate story ჰქვია.

რითი

ძირითადი ჩემი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ვმოძრაობ საკუთარი ორი ფეხია. ყველაზე იაფი და ეკოლოგიურად სუფთა.  ჩვევა მაქვს ასეთი . როცა დრო არ ითმენს,  ამ შემთხვევისთვის 9 ნომერი ავტობუსი მეგულება ვაგზლის მოედანზე, ან სულაც 36 კოლმეურნეობაზე სახლისკენ  მიმავალს.  ტაქსებში ფულს აღარ ვყრი რამდენიმეჯერ არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი ტაქსისტი შემხვდა და არ მსურს საკუთარი სიცოცხლე ვიღაცის ვენაში გაჩხერილ ნარკოტიკს შევეწირო.  ასეთებიც არიან ხანდახან თბილისურ ტაქსებში,  ყველაში არა რა თქმა უნდა.  უკეთეს შემთხვევაში ზედმეტი საუბრით მაწუხებენ .

როგორ

არ გაგიკვირდეთ, რომ თუნდაც თმადაუვარცხნელი შეგხვდეთ ქუჩაში.  ეს იმის ბრალია რომ სახლიდან გამოსვლამდე 5 წუთით ადრე გავიღვიძე, მერე და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თუნდაც დღის 2 საათი იყოს. :) ამჯერად და ალბათ უმეტესწილად მოკლეზე შეჭრილი თმა მაქვს . აი იმ დანარჩენი დროის განმავლობაში კი უაზროდ გაბურძგნული დავდივარ .  მაცვია ძირითადად ის რაც დილით მომხვდება ხელთ, არ ვაქცევ ასეთ დეტალებს ყურადღებას.

რას

ძირითადად ვსვავ:  red bull-ს ,  XL-ს, ან  B52- ს ,  მოკლედ ყოველგვარ ენერგეტიკულ სასმელს უზომო რაოდენობით,  რაც ძირითადად შემდგომში ჩემი უძილობის განმაპირობებელი მიზეზი ხდება ხოლმე,  ამიტომ უკვე დღეიდან ძილის წინ დრიმოლინს,  წამალია ასეთი საძილე საშუალება .

ვისთან ერთად

უკომენტაროდ

zurriuss gabo landish

zurriuss gabo landisha

მოკლედ არასოდეს მოგერიდოთ თუ ასეთ არსებას წააწყდებით ქუჩაში , მიხვიდეთ გაუღიმოთ და უთხრათ …..

ჩემის მხრივ კი ვთაგავ თაას ყველაზე მოდური ბლოგის ავტორს ქართულ ბლოგოსფეროში . ვნახოთ როგორ  უნდა ვიცნოთ ის ქუჩაში შემთხვევით რომ შეგვხვდეს.

22 კომენტარი
Jun 11, 2010
12:53
#1 islandglocke :

dzn momewona gabo… suratzi xom saertod :) super-ia … imedia gicnob quchashi :)

[პასუხი]

Jun 11, 2010
13:09
#2 gabo :

მადლობა თუ მიცნობ ძალიან გამახარებ <3 სურათი ისეთი ფოტოგრაფის გადაღებულია რთულია არ მოგეწონოს.

[პასუხი]

Jun 11, 2010
13:26

ის ადამიანი ხარ, ვინც სულ იღიმება და ვისი შეხვედრაც ქუჩაში ძალიან სასიამოვნოა :sun:

შენ, ლანდიშა და ზურიუსი ხო ბლოგოსფეროს “სამი მუშკეტერი” ხართ :ლოლ: სურათზე ბევრი ვიცინე :D ლანდიშა ქალებზე, ზურიუსი თევზზე და შენ რაზე ფიქრობ, ადამიანო? :D

HAVE A GREAT WEEK END!

[პასუხი]

Jun 11, 2010
13:52
#4 gabo :

მადლობა სოფო. ოოო მე არ ვიცი რაზე ვფიქრობ :D ალბათ რაიმე შუალედურზე თევზსა და ქალს შორის :)

[პასუხი]

Jun 11, 2010
13:57
#5 Fsiqe :

ui rogor mixvedi im dges sheni ekologiurad sufta transportit saxlshi ki agar gamxsenebia rom mekitxa :d

[პასუხი]

Jun 11, 2010
14:01

:)) შევეცდები გიცნო.. :D :D

[პასუხი]

Jun 11, 2010
14:18
#7 gabo :

მშვენივრად გზად კი შემომთავაზეს ლარად სასტუმრო ხომ არ გინდაო მაგრამ გმირულად გავუძელი ცდუნებას :)

[პასუხი]

Jun 11, 2010
15:47
#8 ლევო :

საინტერესო იყო :)
ფეისბუკი – ყველასთვის მეორე სახლიაა :)))))

[პასუხი]

Jun 11, 2010
17:43
#9 vasasi :

ეს ენერგეტიკული სასმელები და მერე ძილის წამალი არ მომეწონა..

იქნებ შეეშვა როგორმე, ჰა?

ფოტო მაგარია ძალიან.. :)

[პასუხი]

Jun 11, 2010
18:36
#10 gabo :

ორ ოთახიანი მაქვს მანდ მიშენების პერსპექტივით :)

[პასუხი]

Jun 11, 2010
18:37
#11 gabo :

მართალი ხარ ზომაზე მეტი მომდის ხანდახან ვეცდები ყოველ შემთხვევაში.

[პასუხი]

Jun 11, 2010
19:57
#12 Sweet :

ჰაააჰ მე შევარქვი “სამი მუშკეტერი” მაგათ :D

[პასუხი]

Jun 11, 2010
20:10
#13 gabo :

ჩვენი ნათლია ხარ <3

[პასუხი]

Jun 11, 2010
21:18
#14 Kate :

ჰაჰაჰააააააააა…
მაგარი იყო…
და სურათმა ვაფშე დაგლიჯა. :D

[პასუხი]

Jun 11, 2010
21:41
#15 gabo :

:D რაც ვარ ეს ვარ :)

[პასუხი]

Jun 12, 2010
11:38
#16 Clown :

რა მაგარი ფოტოა ^_^

ხოდა არ მოგერიდები ხოლმე ^_^

[პასუხი]

gabo Reply:

ექსკურსიაზე არ წამოხვალ ჩვენთან ერთად შემდეგ კვირას????

[პასუხი]

Jun 12, 2010
16:40
#17 ket_eva_n :

magari posti iyo:) ise am shpargalkis gareshec gicani winaze :) xo var kargi gogo? :D

[პასუხი]

Jun 12, 2010
17:57
#18 gabo :

ძალიან კარგი გოგო ხარ :*

[პასუხი]

Jun 14, 2010
08:53
#19 Zurriuss :

“უაააააააუ” არ გამოგრჩეს!

[პასუხი]

gabo Reply:

ეგ თავისთავად თქმაც კი არ იყო საჭირო ;)

[პასუხი]

Jun 20, 2010
18:49
#20 Kate :

მომენატრე საზიზღარო :(

[პასუხი]

დატოვე კომენტარი

სახელი

ელ.ფოსტა

ვებ გვერდი

წინა პოსტი
«
შემდეგი პოსტი
»

Videos, Slideshows and Podcasts by Cincopa Wordpress Plugin