გიგა ზედანია – “ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით , 30 იანვარს ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”. კონფერენცია პროფესორ გურამ თევზაძის 80 წლის იუბილისადმი იყო მიძღვნილი . გიგა ზედანიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: ” ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”
ლევან გიგინეიშვილი – “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება “
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით , 30 იანვარს ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”. კონფერენცია პროფესორ გურამ თევზაძის 80 წლის იუბილისადმი იყო მიძღვნილი . ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება” .
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით , 30 იანვარს ილიას უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი 34, A101 აუდიტორია) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან: გურამ თევზაძე, თეო კობუში, გიგა ზედანია, სერგო რატიანი, თამარ ცოფურაშვილი, ნინო როდონაია, ლევან გიგინეიშვილი, მამუკა ბერიაშვილი. კონფერენცია 12 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება.
12:00 კონფერენციის გახსნა
12:10 გურამ თევზაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „კანტის მესამე ანტინომიის ასპექტით წარმოდგენილი 19-ე საუკუნის ფილოსოფია“
12:40 გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ”ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”.
13:10- 13:20 შესვენება
13:20 სერგო რატიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „მოჩვენება და თავისუფლება“
13: 50 თამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „ზნეობრიობისგან თავისუფალი სამართლის შესაძლებლობა? ფიხტეს კონცეფცია ბუნებითი სამართლის შესახებ“
14:20 – 15:00 ლანჩი
15:00 ნინო როდონაია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „იყო თავისუფალი, იაზროვნო თავისუფლად, იმოქმედო თავისუფლად“
15: 30 ლევან გიგინეიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება”
16:00- 16:10 შესვენება
16:10 მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „სოკრატე ანტიკურობის განმანათლებელი. სამართლიანობა და ღვთისმოსაობა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ანუ ცხოვრების საფუძველი“
16:40 მაკა ლაშხია (ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტი) „სამართლიანობის არსი პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში“
17:10 თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტი) „სამართლიანობის ცნების ისტორიისათვის“
გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან ბლოგერების შეხვედრა მიმდინარეობს
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ქართველ ბლოგერებს ხვდება. მინისტრი ბლოგერების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მან ისაუბრა თურქეთის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც მდინარე მტკვრისთვის კალაპოტის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. გოგა ხაჩიძემ ასევე ქალაქ ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ საკითხებზე ბლოგერების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი. მინისტრმა სოციალური მედიის წარმომადგენლებს გააცნო გარემოს დაცვის სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა. შეხვედრა უშუალო გარემოში მიმდინარეობს .
ექსპერიმენტული “შემეხე” 18+ ცენზით
21 დან 26 იანვრის ჩათვლით რუსთაველის თეატრისა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში დადგმული, ერთობლივი ქართულ ინგლისური სპექტაკლის, “შემეხეს” პრემიერები გაიმართება, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. სპექტაკლი რეალურ ამბებზეა აგებული. საკმაოდ არასტანდარტული, უჩვეულო და თამამი წარმოდგენაა. რომლის ნახვა 18 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდირებული არ არის.
6 ახალგაზრდა სასკოლო დერეფნის მსგავს ოთახშია გაჭედილი. ისინი ასაკისთვის შეუფერებელი ბავშვური თამაშებით ირთობენ თავს . ცდილობენ საეჭვო მომავალს ოპტიმისტურად შეხედონ. მღერიან სიმღერებს, ყვებიან ისტორიებს და მაყურებელს სთხოვენ დახმარებას , რათა გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში.
ცხოვრების აღქმა კი ბავშვობისას განცდილ სექსუალური ფანტაზიების გაცნობიერებით იწყება. “შემეხეს” გმირები ზრდასრულ ასაკში ცდილობენ გაიაზრონ “ბავშვური თამაშები” . იხსენებენ ისტორიებს, რომელიც როგორც წესი მეხსიერების ყველაზე მივიწყებულ ხვეულებში ილექება. ყველაზე რთულ პროცესს კი მათი გახსენება წარმოადგენს. რაც ხშირად ადამიანში ჩაბუდებული მრავალი კომპლექსის მიზეზი ხდება. სპექტაკლის მთავარი პლიუსიც, არა სიშიშვლე ან აკადემიური თეატრის სცენისთვის უჩვეულოდ თამამი სცენებია, არამედ სწორედ კარგად შერჩეული თემაა. რომელიც გვაძლევს იმის ინსპირაციის საშუალებას, რომ თავადაც დავიწყოთ საკუთარ ბავშვობაში გადახდენილ მსგავს ისტორიებზე ფიქრი. და თუნდაც საკუთარ თავთან ვაღიაროთ მათი ნამდვილობა.
გამორჩეულია მსახიობებისა და მაყურებლების ურთიერთობაც , არ გაიკვირვოთ თუ სრულიად მოულოდნელად თავადაც შემოგთავაზებენ სცენაზე ასვლას და მათთან ერთად თამაშს. ან ვიდეო კამერას ჩართავენ და პროექტორის მეშვეობით დარბაზში მჯდომი მაყურებლები სცენის გმირებიც გახდებით. შეიძლება მსხვილი ხედით თქვენზეც შეაჩერონ კადრი . ვიდეო კამერა სპექტაკლის ერთ ერთი რეკვიზიტია , რომელიც გარკვეული სცენებისას მოქმედებაში მოდის და მაყურებელს აძლევს საშუალებას სპექტაკლი ერთდროულად რამდენიმე რაკურსიდან აღიქვას.
სპექტაკლი “შემეხე” ერთგვარი მიქსია: ნარატივის , ქორეოგრაფიის , სიმღერის , პერფორმანსის . ერთ სპექტაკლში სხვადასხვა ენითა და ფორმით ცდილობენ ამბის მოყოლას. რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ეკლექტურიც გამოდის. რთულია მსახიობი ერთდროულად კარგად მღეროდეს, ცეკვავდეს და თამაშობდეს კიდეც. სპექტაკლში რამდენიმე სცენა პინა ბაუშის ქორეოგრაფია იყო. რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია და შესაბამისად მცირედი დახვეწა სჭირდებოდა. “შემეხეს” ყველაზე ეპატაჟური მომენტი კი სცენაზე გაშიშვლებული მამაკაცია, რომელიც საკუთარ ფალოსს გვიჩვენებს.
“შემეხე”ს დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ზელდინი გახლავთ, მხატრობა ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის, ტექსტზე კი დავით გაბუნია და ალექსანდრე ზელდინი მუშაობდნენ. სპექტაკლში თამაშობენ როგორც ქართველი, ასევე ინგლისელი მსახიობები: დენიელ ეინსუიორსი , ჯენეტ ეტუკი, ლუკ კლარკი, სალომე მაისაშვილი, შაკო მირიანაშვილი და თეკლა ჯავახაძე.




ბოლო კომენტარები