ალის და ნინოს ამბავი
დღეს ერთი წიგნის შესახებ მინდა მოგითხროთ. წიგნისა, რომელიც სავსეა რომანტიკული ისტორიებით, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, სახალხო ფილოსოფიით. წიგნი საერთაშორისო ბესტსელერია, მასში მოთხრობილი ამბები კი ყველაზე მეტად სწორედ კავკასიელი მკითხველისთვისაა ახლობელი. საკითხები, რომლებიც ამ წიგნშია წამოჭრილი, დღემდე ისეთივე აქტუალურია ჩვენს რეგიონში, როგორიც საუკუნის წინ იყო. თითქოს ისევ იმ წერტილში დავბრუნდით – იგივე კითხვები გვაწუხებს, იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჩამორჩენილი აზია თუ პროგრესული ევროპა? რუსეთი თუ დასავლეთი? მეგობრობა თუ მტრობა? სიყვარული თუ სიძულვილი? კავკასიური სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და სიძულვილის ბეწვის ხიდზე გადის.
სრულად ნახვა ვებ გვერდზე : http://mastsavlebeli.ge
რატომ ვერ ვწერთ? ანუ სკოლის მერხთან ნასწავლი თავისუფლება
დღევანდელი პოსტის თემაზე საკმაო ხანს ვფიქრობდი. არ მსურდა, არაარგუმენტირებულად მესაუბრა, თუ რატომ უჭირთ ქართული სკოლებისა და უმაღლეს სასწავლებლების დამთავრებულთა დიდ უმრავლესობას წერა, თუნდაც მარტივი განცხადების დაწერაც კი. რომ არაფერი ვთქვათ არგუმენტირებულად საკუთარი მოსაზრებების წერილობითი ფორმით გადმოცემაზე. მით უფრო იმ ფონზე როდესაც ამ კუთხით არც ერთ კვლევის შედეგებს არ გავცნობივარ. მომიწევს პირად გამოცდილებას დავეყრდნო და გავიხსენო იმ ლექტორთა საუბრები ვინც უნივერსიტეტში სხვადასხვა საგნების სახით აკადემიურ წერას მასწავლიდნენ. ჩემი მიზანი მხოლოდ საკუთარი მცირე გამოცდილების გაზიარებაა. ჩავთვალოთ ერთი ჭირვეული მოსწავლის ნაამბობია, რომელსაც სკოლაში საზეპიროების დაზუთხვა და ტექსტის მოკლე შინაარსის თხრობა უწევდა ხოლმე.
ყველაზე რთული სწორედ ის დავალებაა რომელსაც სწორი ფორმით არ გაწვდიან, მარტივი სიტყვებით არ გიხსნიან , თუ რა მოგეთხოვება და როგორ უნდა გაართვა თავი . პირველი ასეთი დავალება მესამე კლასში მივიღე . როდესაც მასწავლებელმა გაკვეთილის თხრობით მოყოლა დაგვავალა. სიტყვა თხრობითის ლინგვისტური მნიშვნელობა კი, ამ ასაკში არ მესმოდა. ამიტომ ჩავთვალე , რომ თუ აქამდე გაკვეთილს კითხვით გვაძლევდნენ, “თხრობითი” უფრო აღმატებული ფორმა უნდა ყოფილიყო და ამჯერად კარგად კითხვით მცოდნოდა . მახსოვს წამზომიც კი დავიდე წინ, ვცდილობდი რაც შეიძლება სწრაფად წამეკითხა ტექსტი, რომ მეორე დღეს პირველი ნიშანი მიმეღო. დღემდე არ დამვიწყებია უხერხულობის ის განცდა, როდესაც აღმოვაჩინე რომ ჩემი წინა დღის შრომა უშედეგო აღმოჩნდა. თხრობითი , სწრაფად კითხვით ნასწავლს არ ნიშნავდ
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძე დაინიშნა
2012 წლის 5 მარტიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, ბრძანებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახდა.
გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წელს ქალაქ ოზურგეთში. 2001-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი მიიღო . 2010 წლიდან გიორგი კეკელიძე არის დოქტორანტი საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლასიკური ლიტერატურის თემაზე.
ფართო საზოგადოებისთვის გიორგი კეკელიძე ცნობილია მისი ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობისა და მიღწეული წარმაებების გამო. 2006 წელს მან დააფუძნა პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და ლიტერატურული ჟურნალი ლ’ილი. 2008 წელს გიორგი კეკელიძემ გამოსცა პოეტური კრებული “ოდები”, რომელმაც 2009 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია “საბა”, წლის საუკეთესო დებიუტისთვის. 2010 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვერსიით, გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში. 2010 წელს გიორგი კეკელიძე გახდა წლის ადამიანი ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” ვერსიით, ხოლო ჟურნალ ტაბულას ვებ გამოკითხვის შედეგად, lib.ge ის ჯგუფთან ერთად მიიღო მესამე ადგილი ნომინაციაში “წლის ადამიანი”.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი აქტიურად მოღვაწეობს მასმედიისა და ჟურნალისტიკის სფეროში. სხვადასხვა დროს გიორგი კეკელიძე იყო ჟურნალ “ფოკუსის” მესვეტე, “რადიო – ქალაქის” ლიტერატურული გადაცემის “ლიტერატურული ქალაქის” ავტორი და წამყვანი, ჟურნალ “ტაბულას” ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, გადაცემა “წითელი ზონის” პროდიუსერი, ჟურნალ “ტაბულა არტის” ლიტერატურული განყოფილების რედაქტორი, რადიო “მწვანე ტალღაზე” გადაცემის “ლიტერატურა და სხვა” ავტორი და წამყვანი, ტელე გადაცემა “ინტერპრეტაციის” ავტორი და წამყვანი.
გიორგი კეკელიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიბლიოთეკის ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა თანამშრომლებს. დავით ბაქრაძემ ისაუბრა იმ კრიტერიუმების შესახებ, რის მიხედვითაც იხელმძღვანელა ახალი დირექტორის შერჩევის პროცესში.
ნინო ქათამაძის მწვანე კონცერტი
3 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტი მომღერლის ახალი “მწვანე” ალბომის ტურნეს ფარგლებში მიმდინარეობდა. რომელიც 2011 წლის 26 დეკემბერს მოსკოვში დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნე მოიცავს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა :რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ბელარუსია, ესტონეთი, გერმანია, საქართველო. ფილარმონიაში გამართული კონცერტი თბილისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული. ბილეთების შეძენა კი 10 დან 50 ლარამდე იყო შესაძლებელი.
ნინო ქაქთამაძე იმ იშვიათ ქართველ მომღერალთა რიცხვს განეკუთნება რომლის მიმართაც განსაკუთრებული სენტიმენტები გამაჩნია და ვცდილობ საქართველოში გამართულ თითქმის ყველა კონცერტს დავესწრო. ყოველთვის საოცარი განცდა მეუფლება მისი მოსმენისას . ნინო ქათამაძე ხომ იმ მომღერალთა რიცხვს განეკუთვნება რომელთა სტუდიური ჩანაწერები ახლოსაც კი ვერ მოვლენ ცოცხალ შესრულებასთან. რადგან ის რაც ამ დროს სცენაზე ხდება გიტოვებს განცდას რომ სამყარო ბევრად მშვენიერია ვიდრე შენ მას აღიქვამ. ნინო კი იმ სითბოსა და ემოციას გადმოსცემს რომელიც ამ ყველაფრის უკეთ დასანახად გესაჭიროება. ის უშუალობა, დიალოგი მსმენელთან გიტოვებს განცდას თითქოს საკუთარი ოჯახის წევრი გიმართავს დღესასწაულს. თან მის ოჯახის წევრებს გაცნობს, ეს ბიძაჩემია , ეს ჩემი დის შვილი , სცენიდან სიყვარულს უგზავნის საკუთარ შვილს. ყოველთვის გამორჩეულად თბილია ქართველ მსმენელთან და ბევრად მეტად არის ემოციურად დამუხტული.
ნინო ქათამაძის ბოლო ალბომი “მწვანე” ერთ ერთი გამორჩეულია მის შემოქმედებაში. ალბომის წარმატებისთვის 3 -4 კარგი სიმღერაც საკმარისია ხოლმე “მწვანეში” კი ასეთად 7 ან 8 სიმღერაც შეგვიძლია თავისუფლად მივიჩნიოთ. მის სხვა ალბომებში კონკრეტული სკალირება მაქვს ხოლმე რომელი სიმღერა რომელზე მეტად მომწონს მწვანეზე კი ჯერ ეს დამოკიდებულება არ გამჩენია. მიუხედავად იმისა რომ ალბომი დაახლოებით სამი თვეა რაც მაქვს პლეერში და უცვლელად ნომერი 1 ჩემს პირად ჩარტში. ინტერესი დღემდე არ გამნელებია. ამიტომ წელს განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა ნინო ქათამაძის 3 მარტის კონცერტისთვის.
კონცერტი დაახლოებით 2 საათ ნახევარი გაგრძელდა რაც საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე. ემოციების ზღვა რომელიც სცენიდან მოდიოდა თვეები შეიძლება გამყვეს. თავდაპირველად ახალ ალბომში შესული ყველა სიმღერა შეასრულა , შემდეგ კი მისი სხვა საუკეთესო სიმღერების ჯერიც დადგა. მომღერალი სცენიდან პარტერში მსმენელთან ერთად სამღერად რამდენჯერმე ჩავიდა.
ნინო იმ მომღერალთა რიცხვს განეკუთვნება რომლებიც ყველა თაობისა და ეროვნების მსმენელს თანაბრად მოსწონს. დარბაზში დამსწრე მაყურებლებიც ამაზე მეტყველებდნენ . მის მოსასმენად ბავშვებიდან დაწყებული მოხდელინ ქურთუკებიანი ბებიებით დასრულებულ ყველა სოციალური ფენისა და სტატუსის ადამიანს ნახავდით.
კონცერტის განმავლობაში რამდენიმე სიმღერა ჩავიწერე იუთუბზე ასატვირთად . რომლებსაც პოსტის ბოლოს გაგიზიარებთ.
Nino Katamadze – Uncle Klaus
Nino Katamadze – Until
Nino Katamadze – Vahagn
Nino Katamadze – Gammai
Nino Katamadze – Olei
დიმიტრი შაშკინმა ინტერნეტ გაზეთ “მასწავლებელი Ge” ს შესახებ ისაუბრა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა. mastsavlebeli.ge ს პრეზენტაცია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ახალი საგანმანათლებლო პორტალი მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა. პრეზენტაციას მინისტრთან ერთად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესწრებოდა.
ონლაინ გაზეთი სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწვდის. mastsavlebeli.ge ზე განთავსდება: აუდიო და ვიდეო გაკვეთილები, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოები, საგაკვეთილო პროცესის ინოვაციურად წარმართვის მეთოდები, პროფესიონალების რჩევები , ბლოგები .
გაზეთის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გაზრდისა და ამ პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა სერთიფიცირების პროცესში, ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდება, განათლების სისტემის ახალი მიზნებისა და სტრატეგიების გაცნობა და მასში საზოგადოების ჩართულობა.
ონლაინ გაზეთის პრეზენტაციას თბილისისა და რეგიონების სკოლების მასწავლებლები, დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა mastsavlebeli.ge - ს მიზნებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
“ეს გაზეთი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მასწავლებელს მიაწოდოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მუდმივად ცვალებადი ინფორმაცია. mastsavlebeli.ge იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. ძლიერი, კვალიფიციური მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია განათლების სისტემის განვითარება. ამიტომ, ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი. პროექტი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით მალე იქცევა მნიშვნელოვან რესურსად ყველა მასწავლებლისთვის, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე კვლევების ჩასატარებლად. “
პროექტის მიზნებს mastsavlebeli.ge ს მთავარ რედაქტორი ნატო ინგოროყვა შემდეგნაირად აფასებს.
“მასწავლებლებს დღემდე ერთადერთი საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსი ჟურნალი “მასწავლებელი” ქონდათ, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აწვდიდა მათ. ჟურნალი ორ თვეში ერთხელ გამოდიოდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროცესში როდესაც მასწავლებელების სერთიფიცირება მიმდინარეობს და საზოგადოების დაკვეთაა თანამედროვე გამოწვევების მასწავლებელი ყავდეს, შეგვექმნა ერთი უფრო მობილური და სწრაფი ინფორმაციისა და რესურსების მიწოდების წყარო. დღეს ყველა სკოლაში არის ინტერნეტი და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ ამ რესურსის მომხმარებელნი. ვფიქრობ ისინი მათთვის სასიკეთოდ გამოიყენებენ მას.”
ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge ჩემი აზრით არა მხოლოდ მასწავლებელთათვის და განათლების სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის იქნება საინტერესო. საიტი საკმაოდ მრავალფუნქციურია და მუდმივად განახლებადი საინტერესო კონტენტით ივსება. მათ შორის ბლოგების წაკითხვაც იქნება შესაძლებელი. საიტს ამჟამად ოთხი ბლოგერი ყავს, მათ შორის ერთ ერთი ბლოგი ჩემიც იქნება. რის მეშვეობითაც შევეცდები მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებს მივაწოდო ინფორმაცია საინტერესო ვებ რესურსების, თანამედროვე ლიტერატურის, ფილმებისა და სპექტაკლების შესახებ. იმედი მაქვს მათთვის საინტერესო იქნება ჩემი ბლოგები და დაეხმარება მათ მოსწავლეებთან საერთო ინტერესების გაღრმავებაში.






ბოლო კომენტარები