ჟურნალი ლიბერალი და ”თვითერის რევოლუცია” ანუ ყველაფერი ახალი მედიის შესახებ
”ახალი მედია” საქართველოში ჯერ კიდევ უცხო და ახალი ხილია. დღევანდელი პოსტის დაწერის იდეა ჟურნალ ლიბერალის #13 ნომერში დაწერილმა სტატიამ ”საქართველოში ”თვითერის რევოლუცია ჯერ შორსაა ” (გვ44-45) მომცა. მეტწილად ჩემმა სტატიის ავტორისგან განსხვავებულმა ხედვამ ბლოგოსფეროსა და ზოგადად ახალ მედიაზე.
რომელიც ძირითადად შემდეგი საიტებისგან შედგება :
- Twitter(საიტი სადაც უზიარებ შენს მესიჯებს გარესამყაროს)
- facebook(მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი)
- blogger( ყველაზე მარტივი დახვეწილი და ადვილად მოსახმარი ბლოგ საიტი )
- wordpress(ბლოგ საიტი)
- youtube(ვიდეოპორტალი)
ყველა ამ საიტის პლიუსი გახლავთ ის რომ ისინი უფასო სერვისებია, დარეგისტრირება ძალზედ მარტივია. ხარ უშუალო შემქმნელი და თანამონაწილე ინფორმაციის მიღება გავრცელებისას.. გაქვს საშუალება დააფიქსირო შენი საკუთარი აზრი წამოიწყო ან თავად ჩაერთო სხვადასხვა თემატიკის დისკუსიაში. არ გყავს ცენზორი ,შენ მხოლოდ შენს შესაძლებლობებზე ხარ დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გამოიყენებ თავისუფალი სიტყვის ამ ოაზისს.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია , ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ საინფორმაციო საშუალებად, ვერ აღიქვამს ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის(CRRC)მონაცემებით ასეთნი მხოლოდ 3% შადგენენ..
უახლოესი წლების მსოფლიო ტენდენცია კი, ტელევიზიის როგორც საინფორმაციო საშუალების პოპულარობის კლება და მისი ახალი ინტერნეტ მედიით ჩანაცვლებაა.
ჩვენთან სოციალური ქსელები მეტწილად სასურველი გოგოს (ბიჭის) შებმის ადგილებია. უკეთეს შემთხვევაში კი გაცნობა დაოჯახების ფუნქციასაც ითავსებენ. (ამ სეგმენტში უდაო ლიდერობას რუსული სოციალური ქსელები არავის უთმობენ. )
მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში კი ახალ მედიას თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალებად იყენებენ. ის ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროა. მისგან მიღებული ინფორმაციას შეიძლება პროფესიული თვალსაზრისით დაუხვეწავი იყოს მაგრამ იგი ბევრად უფრო გულწრფელია. ინფორმაციას მოგითხრობს შენივე მსგავსი ადამიანი რომელსაც არანაირი ამბიცია არ აქვს იხელმძღვანელოს გადაპრანჭული ჟურნალისტური სტანდარტებით . მისი ცენზორი მხოლოდ საკუთარი თავია და იგი უანგაროდ წერს და აქვეყნებს იმას რასაც ხედავს და ფიქრობს. ინფორმაცია ბევრად უფრო ლოკალური და მრავალფეროვანია. მაგალითად შეუძლებელია ტელე სივრცეში მოიძიო არხი სადაც მხოლოდ კატების შესახებ იქნება მოთხრობილი, ბლოგ სივრცეში კი ასეთნი მრავლად მოიძებნებიან .
პირადად მე ერთი წელია მედიის ისეთ საშუალებებს როგორიც ჟურნალები გაზეთები და თვით შავი ყუთი ზედმეტსახელად ”ტელევიზორი”ა (მეტ-ნაკლებად) აღარ ვიყენებ. მიუხედავად ამისა არ ვთვლი რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ. პირიქით ხშირად ამ ინფორმაციის გავრცელების ეპიცენტრშიც აღმოვჩნდები ხოლმე. ბანალური მაგალითია მაგრამ twetter-ის საშუალებით 10 წუთში გაიგეს მისმა მომხმარებლებმა მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან მისი სიკვდილის ამბავი.
მართალია ქართული ბლოგ სფერო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია . უმეტესი ბლოგები სულ 5- 6 თვის წინ შეიქმნა. თუმცა ის მეტწილად პასუხობს იმ მოთხოვნას რაც საზოგადოებაშია და საზოგადოებაში როგორც კი სხვა მოთხოვნები გაჩნდება ის სწორედ ამ მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული..ამჟამად ის სრულიად ”ანტიტელევიზორი” მოვლენაა . პოლიტიკისგან თითქმის სრულიად თავისუფალი რაც მის ერთ ერთ დიდი პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს. ანალიტიკური, პოსტებიც ნაკლებად იწერება რაც ქართველ ბლოგერთა ასაკის ბრალი უფროა ვიდრე მათი ცოდნის ან როგორც ბევრს გონია უნიჭობის .
მათი ასაკი 16 დან 30 წლამდე მერყეობს .
ყველაზე მეტი მკითხველი რეალითი ბლოგებს ყავს. რისი მიზეზიც რუსთავი ორის რეალითი შოუების ჯგუფის უფუქციობაა. რადგანაც ქართულ ტელესივრცეში არ გადის არც ერთი რეალითი პროექტი გარდა უნიჭობის და უგემოვნობის ზეიმ ჯეოსტარისა. ამ ტიპის პროდუქტზე კი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.. შედეგად ქართული ბლოგები ცდილობენ ამ დეფიციტის ამოვსებას. .პირადად მეც ხშირად სიამოვნებით, ხოლო ხშირად ასევე რეიტინგისთვის ვცდილობ მსგავსი შინაარსის პოსტები დავწერო სადაც დაწყებული დილით კბილების გამოხეხვის რიტუალიდან დამთავრებული ღამით ბალიშზე თავის დადებამდე ვყვები თუ რა როგორ გავაკეთე რას ვფიქრობდი ვგრძნობდი და ასე შემდეგ.
პირადად მე მირჩევნია რომ ჩემს ბლოგში ჭარბობდეს ისეთი პოსტები სადაც კონკრეტული კულტურული ღონისძიების ფილმის გამოფენის შესახებ ჩემს შთაბეჭდილებებზე დავწერდი. და ეს მათთვის მინიმუმ 500 ადამიანისთვის მიწვდენილი ხმა იქნებოდა .სამწუხაროდ ჩემს მეილზე თითქმის არ მოდის შეტყობინებები სადაც მსგავს მოსაწვევებს გამომიგზავნიდნენ, ისევე როგორც ჟურნალ ”ჭოპორტის პამიდვრის ” ”ჟურნალისტებს” უგზავნიან რომლის მკითხველი ხშირ შემთხვევაში დიდად არ აღემატება ჩემი ბლოგის ყოველდღიური ვიზიტორების რიცხვს.
უფასოდ საკუთარი სურვილით რამდენჯერმე ვცადე ეს და კინოთიატრ რუსთაველში ნანახ ფილმებზე პოსტები ჩემი ინიციატივით დავწერე რომელიც საშუალოდ 2 კვირის მანძილზე ერთ ერთი ყველაზე რეიტინგული პოსტები იყო და დაახლოებიტ 700 მა ადამიანმა წაიკითხა კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ მათ ნაწილს გავუღვიძე ფილმის ნახვის სურვილი .. თუმცა ხშირად გიჩნდება კითხვა რატომ უნდა გაუკეთო რეკლამა სხვას უფასოდ სანაცვლოდ უფასო ბილეთსაც თუ არ იღებ.?????????
ასე რომ დავუბრუნდეთ თავში ნახსენებ სტატიას ჟურნალ ლიბერალიდან. სადაც შემდეგი სიტყვებია მოყვანილი
”ქართული ბლოგოსფერო რომელიც ახალი მედიის სხვა საშუალებებთან ერთად ეხლა ვითარდებადა არც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მას ინფორმაციის მიწოდებისა და ანალიზის ნაცვლად,პირადი დღიურების სახე აქვს”.
დიახ უფასოდ მხოლოდ დღიურებს წერენ ადამიანები. და თქვენს მიერ ნახსენებ საინტერესო ბლოგერებს ხშირ შემთხვევაში ირიბი თუ პირდაპირი რეკლამის სახით საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვთ. იმისათვის რომ ეს სფერო საქართველოში განვითარდეს საჭიროა მისით დაინტერესება. რისი პირველი მაგალითიც მთაწმინდის პარკში გამართული ”ახალი მედიის ფორუმი” იყო. მე ვგრძნობ ამ ფორუმის შემდეგ გარკვეულ ცვლილებებს როგორც საკუთარ ასევე სხვათა ბლოგებზე. თუ მსგავს ღონისძიებებს სისტემატიური ხასიათი ექნება და ასევე გარკვეული ადამიანები დაინტერესდებიან მათ პროდუქციიის რეკლამირებისთვის ბლოგერები როგორც ინფორმაციის გამავრცელებლები დაიხმარომ ახლო მომავალში ქართულ ბლოგ სფეროსაც სწორედ ისეთივე სახე ექნება როგორიც ეს განვითარებულ სამყაროშია.
კიდევ ერთი დეტალი რომელიც ნამდვილად არაფერში მჭირდება ეს ირანელი აზერბაიჯანული ყირგიზული ყაზახური რუსული და ჩრდილო კორეული მაგალითებია იმის ასახსნელად თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ქვეყნებში ახალ მედიის არსებობას.
ეს მათ იცოდნენ და მომავალში ალბათ გამოადგებათ ”თვითერის რევოლუციის” მოსაწყობად . მე კი ეს გზა ტელერევოლუციის სახით უკვე გავიარე …..
Cinema party
smashing pumpkins – the beginning is the end is the beginning by picasso090
ისევ ეს საშინელი მაღვიძარა მაღვიძებს. თითქმის ექვსი თვეა მიყენია ზარად და გამოცვლასაც არ ვფიქრობ. არადა მაწუხებს….
სარკეში ვიყურები და ჩემს თავს თითქმის ვერ ვცნობ
აღარ ვარ გაბურძგნული და ეს თავიც უფფფფ როდის მივეჩვევი. თვალებს ვიფშვნეტავ წყალს ვისხავ. კბილებს ვიხეხავ. ყავას ვსვავ და სახლიდან გავრბივარ.
არ მინდა 11 საათიან ლექციაზე დამაგვიანდეს. . ავტობუსების გაჩერებამდე ჩასვლას აზრი არ აქვს . 10-45 წუთია. ტაქსი გავაჩერე…. არ გამიმართლა რუსული ესტრადა აქვს ბოლო ხმაზე ჩართული და სულგანაბული ჩაბღაუჯებია საჭეს დავიგრუზე და ძლივს მოვახერხე მეთქვა ან გადართეთ ან გამორთეთ ეგ ცოდვილი მაგნიტაფონი მეთქი .
”მეცნიერების საიდუმლოებების” ლექცია მაქვს. ანდრია როგავა მიკითხავს. მიყვარს ეს ლექცია. ძალიან საინტერესოა . დღეს ვმსჯელობდით თუ რა არის დრო და შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა. ვეცდები კონსპექტები დავამუშავო პოსტის სახე მივცე და თქვენც გაგიზიაროთ. იმდენ რამეზე დამაფიქრა. ლექცია რიტორიკული კითხვით დამთავრდა
-არის თუ არა ჩვებნში ვინმე მომავლიდან .
რა თქმა უნდა ხელი ავიწიე. მე და კიდევ ერთმა. 

კითხვა- რა ხდება მანდ თქვენთან მომავალში?????-
პასუხი-რაღა რა ხდება ჩვენთანაც ისევ ის მაღალი კაცია პრეზიდენტი.
დაძაბული და გადაღლილი აუდიტორიის გამხიარულება მოვახერხე და თვითკმაყოფილება ვიგრძენი 
შემდეგი ლექცია სამი საათის შემდეგ მაქვს არ ვიცი რა გავაკეთო ნაცნობსაც ვერავის ვხედავ თუ ვხედავ….
-როგორ ხარ???
-რავი აბა შენ????
-რავი მეც კარგად, დიალოგის იქით არაფერი მიდის. მომბეზრდნენ…. 

ყველას ლექციაზე აგვიანდება
ერთ გოგოს მომაჯადოებელ ღიმილს ვუყურებ საშინლად მომწონს სული მეხუთება მის დანახვაზე . ულამაზესია და აუცილებლად გავიცნობ 

გამიღიმა თუ რაღაც ამდაგვარი . ტანში ჟრუანტელმა გამიარა. იმ დღეს ის ცელქი ამური დამდევდა და რავიცი რავიცი
ორი კვირაა ასეთი ფლირტი გვაქვს ხშირად ვხედავთ ერთმანეთს და ასე ვუღიმით. ვერაფრით მოვიფიქრე არაბანალურ სიტვაციაში როგორ გავიცნო. რას მირჩევთ?????
ჭავჭავაძის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში შევედი დროის გაყვანის და შესაძლო საინტერესო წიგნის შეძენის იმედად. იქიდან ”შუამდინარული მითოლოგიით ” ხელდამშვენებული გამოვედი. რომლის წაკითხვაც ერთ-ერთი სალექციო კურსის მოთხოვნაა. თემა მაქვს დასამუშავებელი და სავარაუდოდ შუამდინარული მითოლოგიის შესახებ დავწერ.
პარნასშიც შევიარე პლატონის ”პარმენიადე ” და კარლ გუსტავ იუნგის”აპოლონური და დიონისური საწყისები” შევიძინე.
ამჟამად აპოლონიოს როდოსელის ”არგონავტიკას” ვკითხულობ . უახლოესი დღეებში მინდა დავამთავრო.
საშინლად მშია 2 საათი ჯერ კიდევ წინ მაქვს…. არჩევანი ორმაგ ჩიზბრგერზე შევაჩერე ერთი ბოთლ ფორთოხლის წვენთან ერთად.
-თქვენგან მივიღე ბლა….ბლა…. ბლა ….-თქვენი ხურდაა ბლა…. ბლა…. ბლა…. კვლავ გვეწვიეთ .
ვერ ვიტან ამ ბანალურ ტექსტს.
უნივერსიტეტისკენ მიმავალს გზად ზურიუსი თევზი და ქეთინო დეიდა შემომხვდნენ. ენაცვალოთ მაგათ პიკასოს თავი
გავჭორეთ ბლოგოსფერო 

კარგ განწყობაზე დამაყენეს . ძალიან მხიარული ხალხია. ნუ მათ ბლოგებზე არაფერს ვამბობ ჩემი ფავორიტი ბლოგერები არიან და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ მათ პოსტებს.
ერთი საინტერესო იდეაც ჩაისახა ამ საუბარში. რამდენად ვშობთ არ ვიცი ეს თქვენზეა ბატონებო დამოკიდებული. შევიკრიბოთ სადმე ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე. ან თუნდაც ბლოგინგზე ესეც ხომ თავისებური ხელოვნებაა….. რას იტყვით მგონი განხორციელებადი სურვილი და იდეაა….
ლექტორი არ მოვიდა. ორი კვირით გაცდება ლექციები, მივლინებაში მივდივარო და რას წარმოვიდგენდი ორ კვირას მესამეც თუ მიყვებოდა. ამდენი ვიწვალე და ვიტანჯე დრო რომ გამეყვანა და ცოტა გავბრაზდი კიდეც ….
ჩემს ახალ სახელოსნოში წავედი. იცით როგორ მიხარია იქ მისვლა. აღმოვაჩინე რომ ინსტინქტებით ვმოქმედებ აღმაშენებლიდან წინამძღვრიშვილზე სწორედ იმ ასახვევიდან ავედი სადაც ის ძველი სახელოსნო იყო.ცოტაც და იქ ავიდოდი ძლივს მოვეგე გონს სად მივდიოდი 

ახალიც წინამძღვრიშვილის ქუჩაზევეა.
ამუშავებულან. მე ვაგზალზე გავიქეცი სამუშაო მასალა შევიძინე და ცოტა წავიმუშავე.
სანთლები უყიდიათ . რომ ჩამობნელდა: ჟალუზი ჩამოვაფარეთ , შუქები ჩავაქვრეთ, ღუმელი გამოვრთეთ, ფუნჯები გადავდეთ, მოვკალათდით…. სასუსნავები მოვიმარაგეთ. და იტალიურ რომანტიულ მელოდრამას ჩავუჯექით. სათაური არ მახსოვს მეორეჯერ არ ინახება ისეთი ფილმია თუმცა ასეთ გარემოში მართლა დიდი სიამოვნება მივიღე .
ხვალ გამოცდა მაქვს ინგლისურში კოშმარული ღამე მელის წინ მთელი სემესტრის უსწავლელი მასალა დღეს მინდა ავინაზღაურო. მართალია ბევრი არაა ასეთი მაგრამ დაახლოებით 2 თავი მაქვს დასამუშავებელი პლიუს გრამატიკული მასალა გადასამეორებელი. მისურვეთ წარმატებები 
მე…. გადავედი….
დილა ყველაზე კოშმარულად დაიწყო. დილაუთენია ვიღაც ქალი მირეკავს და ბოლო ხმაზე კივის…… ვერ ვხვდები რა უნდა ????? ვინაა????ჩემთან რა ხელი აქვს????, საათზე ვიყურები ჯერ 9 საათია.აზრადაც არ მომდის ვინ შეიძლება იყოს. სახელი რაც მითხრა დამავიწყდა ,უფრო სწორედ მძინარემ ავიღე ყურმილი და არ მესმოდა. ვცდილობ აზრზე მოვიდე გამოვფხიზლდე და რაც შეიძლება თავი შევიკაო იმ აზრების ხმამაღლა გამოხატვისგან რაც თავში მომდის. წინ მთელი კვირა მაქვს, ეს დღეც არ მაცალეს წესივრად ძილი :@ ვერც ხმაზე ვცნობ და ჯერ იმდენად გამოფხიზლებულიც არ ვარ რამე ვიკითხო- ვინა ხარ ????-რა გინდათ??? ან ამდაგვარი უარესებიც შეიძლება მაგრამ აშკარად გიჟია ყურმილის მეორე მხარს. კიდე გაკივის და არაფერი მესმის რას ამბობს რა უნდა???? ვისთანაა საერთოდ…. ყურმილი გავწიე და ვაცალე დაცლილიყო
თხუთმეტი წუთის შემდეგ ვიკითხე -ვინ გნებავთ? ნომერი ხომ არ შეგეშაათ????? აუ გაცოფდა…….
ჩემი სახელოსნოს ხაზეიკა აღმოჩნდა. გუშინ დავიწყებია ჩემს თანამშრომელს ფულის გადახდა და ერთ ამბავში ჩავარდა ერთი დღე გადამიცილეთო. ყველას სათითაოდ დაგვირეკა და ასე დილიდან განწყობა შეგვიქმნა. საღამოსთვის დავიბარეთ. მეტი რა მინდოდა
ყველანი გაბრაზებულები იყვნენ ….
საშინლად აღარ მინდოდა მაგ ფართში გაჩერება, მაგ ქალის გამოც და ბევრი სხვა წვრილმანი პრობლემების რომელიც დისკომფორტს მიქმნიდა. ჩემს მეგობრებს კი რატომღაც 2 თვე კიდე უნდოდათ დარჩენა, სანამ უკეთეს ფართს ვნახავთ. ნუ ვიჩქარებთ და ასე შემდეგ…. კი რაღაც მხრივ მეც გული დამწყდა იქიდან რომ გვიწევდა წამოსვლა. ბევრი კარგი რამ მახსენდება და ბოლოსდაბოლოს ადგილია სადაც პირველად გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად რაღაცის გაკეთება და ჩვენი საქმე ერქვა…. მაგრამ ამ ყველაფერს არ შეიძლება გადაყვე და უკეთეს მდგომარეობაზე არ იფიქრო.
სანამ გესტაფო:) მოვიდოდა კიდევ დავათვალიერეთ რამდენიმე ფართი და ბედად სწორედ იმას მივაგენით რასაც ვეძებდით. და მათაც მოეწონათ.
ფასიც სისუფთავეც და პირობებიც ასე თუ ისე ყველაზე ნორმალურია. ჩვენებური გარემოა. შევუთანხმდით მეპატრონეს და საღამოსკენ გადაბარგება დავიწყეთ.
ის ისეთ დღეში ჩავაგდეთ გვეხვეწებოდა ფასს დაგიკლებთ და კიდე დარჩითო
არ ეგონა რომ ასე გადავიდოდით. ფასის მომატებას რომ აპირებდა თითქმის ნახევარ ფასზე ჩამოვიდა ….
მეზობლებს გული დაწყდათ რომ მივდიოდით. ერთი მოხუცი ქალი იყო და გვეგონა რომ ვაწუხებდით ჩვენი მხიარულებით. ისე გვაქო თავი ანგელოზად წარმოვიდგინე, ცოტაც და გადავკოცნიდი
ფაქტიურად ორი ჩემოდნის ხალხი ვართ. ნახევარ საათში ჩავბარგდით და გადავზიდეთ ყველაფერი.
არ მეგონა ასე უცებ თუ გადაწყდებოდა ეს პრობლემა:)
მიხარია ახალი გარემო , სიხლე ცხოვრებაში:)
დროებით ძველი მაგიდები დავდგით სანამ გამოვცვლით პულივიზატორებით გადავღებეთ.(ამ პროცესში ისე ამოვიგანგლე ძლივს გავიცილე საღებავი). განახლდა ჩვენი მაგიდები და თითქმის ახალს გავს
სკამების პრობლემა გვაქვს უფრო სწორედ თითქმის არ გვაქვს. მომიწევს დანიურ სახლში გავლა ან სხვა იაფად სად შეიძლება??????
პუფლეს ყიდვას ვაპირებთ ან იქნებ რამე მაგდაგვარი ჩვენითაც გაგვეკეთებინა
.
კედლები ვარდისფერ და ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. მაგიდებიც შესაბამისად ამ ფერებში გადავღებეთ.
ულამაზესი ბისერებით გაფორმებული სარკე დაგვხვდა და ერთი განახლებული ძველებური მაგიდა, რომელზეც სიამოვნებით დავჯდებოდი, ვარდისფრად რომ არ იყოს შეღებილი
გვიანობამდე მოგვიწია დარჩენა. წამოსვლა აღარ გვინდოდა …..
ბევრი ვიცინეთ დილანდელ ფაქტზე:) იმ ქალზე და იმაზე რომ ყველას მოგვწონდა აქ. ცოტა დავიღალე….. თითქმის ყველაფერი მოვაწესრიგეთ და ხვალიდან მუშაობას შევუდგებით. მანამდე კი ტორტი ფართი გვაქვს გეგმაში
დეპრესიული პოსტი
დღეს არაადამიანური პოსტის წერის ხასიათზე ვარ. მოსაყოლი არაფერი მაქვს . საშინლად მეწერინება და თან შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ. დეპრესია მაქვს, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ ასე ვარ. არაფრის გაკეთება არ მინდა და ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. ამინდით დაწყებული მეგობრებით დამთავრებული.
უნივერსიტეტშიც მეზარება სიარული. შუალედურები ახლოვდება …. არ მინდა არაფერი არ მინდა ….. აქ ჩემთვის წერის გარდა.
ვიზე ვიყო გაბრაზებული ისიც არ ვიცი. ალბათ ჩემს თავზე…..
მიზეზიც ალბათ მაქვს…..
ლექციებიდან რაც დავბრუნდი მას მერე მძინავს. მთელი დღე გამომდის თითქმის.ეს ერთ ერთი საშუალებაა რომელსაც ასეთ მდგომარეობიდან გამოვყავარ. რამდენად მიშველა არ ვიცი. სიზმრები მაინც მენახა
ალბათ ვნახე და არ მახსოვს…..
გუშინ თავი თითქმის ნულამდე გადავიპარსე……
დღეს კი რატომღაც მოეწონათ.
-უი ახალი თავი. აწი აღარ ხარ გაბურძგნული.
-გიხდება…..
ერთადერთი გულწრფელად ბებიაჩემმა მითხრა -ციხიდან გამოქცეულს გავხარო
ახალი ენერგიები და სიახლეები მჭირდება რომელიც ვიცი რომ ორი თვის მანძილზე არ მეღირსება. შეიძლება მეტისაც
საშინლად ვერ ვიტან ასე რომ გადაებმება ხოლმე ყველაფერი.
ხვალე მთელი დღე მუშაობა მომიწევს ……ღამეც თუ დარჩენა არ მომიხდა ესეც კარგია.
მოკლედ ძალიან ავირ-დავირიე ნაწერშიც და ემოციებშიც , არ ვიცი ვის მიმართ რას ვგრძნობ. ხშირად საკუთარი თავიც არ მიყვარს:)
კარგი რაღაცებიც ხდება ესეც არაა. თუმცა მასზე სხვა პოსტში უფრო არადეპრესიულ განწყობაზე დავწერ.
პასუხი ”ძია ფროიდის ტესტზე”
ერთი კვირის წინ დავიწყე თამაში ”ძია ფროიდის ტესტი” დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. რამდენიმე თქვენგანმა დაწერა კიდეც პოსტი . ასევე მეილზე ვიღებდი წერილებს და შეძლებისდაგვარად ყველა მათგანს ვპასუხობდი.
დღეს კი მინდა ეს თამაში დასრულებულად გამოვაცხადო და გაგანდოთ ფირმის ის საიდუმლოება რომელსაც პიროვნების ამოსაცნობად ზიგმუნდ ფროიდი იყენებდა. მას ხუთი ჯადოსნური სიტყვა ქონდა ადამიანის ხუთი თვისების გასაგებად.
- კუბი- უდაბნოში მყოფი კუბი გამოხატავდა ადამიანის პიროვნულ მეს. ის აკვირდებოდა თუ რამდენად მყარი მასალისგან იყო კუბი. იმდენად მტკიცე ხასიათის პიროვნებასთან ქონდა საქმე. თუ კუბში შესვლის მისი შემეცნების სურვილი უჩნდებოდა მაშინ ამ პიროვნებას საკუთარი თავი ჯერ არ ქონდა ნაპოვნი და ის სრულყოფას კიდევ აგრძელებდა. თუ კუბი ჰაერში იყო, მეოცნებე ადამიანთან ქონდა საქმე. თუ მიწაზე რეალისტთან.
- დოქით წყალი-პიროვნულ თავისუფლებას განასახიერებდა. თუ რა დოზით გააჩნდა ეს თავისუფლება ადამიანს დამოკიდებული იყო იმაზე თუ აღწერისას როგორ მიირთმევდა იგი წყალს. ჭირდებოდა თუ არა მისი დალევა.
- კიბე-კიბე განასახიერებს მეგობრებს. რამდენად მყარია კიბე იმდენად მყარი ურთიერთობა აქვს პიროვნებას საკუთარ მეგობრებთან. ასევე კიბეზე აისახება ყველა ის უთანხმოება რაც კი მათ შორის მომხდარა.
- მუსტანგი-ცხოვრების პარტნიორი მამაკაცი/ქალი საინტერესოა პიროვნებისა და მუსტანგის დამოკიდებულება რამდენად ადვილად იმორჩილებს რამდენად ეშინია მისი რამდენად ენდობა და აგრძელებს მასთან ერთად გზას.ამით ფროიდი იგებდა თუ რა ურთიერთობა ქონდა პაციენტს საკუთარ ცხოვრების მეგზურთან.
- ზღვა-ადამიანის სექსუალურ სურვილებს განასახიერებდა .აქ ყურადღება ექცეოდა გადაწყვეტდა თუ არა პიროვნება ზღვამდე მუსტანგთან ერთად მისვლას შეიყვანდა თუ არა მას ზღვაში . თუ ზღვა რა მდგომარეობაში იყო აღელვებული დაწყნარებული. ამით პიროვნების ტემპერამენტის დადგენა იყო შესაძლებელი.ასევე რამდენად იდეალური ურთიერთობა ქონდათ მათ ერთმანეთთან.
აი სულ ეს გახლდათ ის პრინციპები რომელთა დაყრდნობითაც ვცდილობდი პასუხები მომეწერა თქვენს წერილებზე და პოსტებზე. ვერ ვიტყვი რამდენად უტყუარია ეს მიდგომა თუმცა უმეტეს შემთხვევებში ადრესატები აღნიშნავდნენ რომ მათი პიროვნული თვისებები თითქმის ზუსტად იქნა აღწერილი.
ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ ეს ყველაფერი , ვეცდები უახლოეს მომავალში კვლავ მოვიფიქრო მსგავსი საინტერესო თამაში.



ბოლო კომენტარები