წიგნის მაღაზია დიოგენეში გურამ მეგრელიშვილის წიგნის “მოდელი 18/12″ ის პრეზენტაცია გაიმართება

7თებერვალს 19:00 ზე წიგნის მაღაზია დიოგენეში(ა.აფაქტიძის 9) გურამ მეგრელიშვილის რომანის “მოდელი 18/12″ ის პრეზენტაცია გაიმართება. ეს მწერლის რიგით მეშვიდე წიგნია რომელიც, გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა. წიგნი გამოიცემა როგორც ნაბეჭდ ისე ელექტრონულ ფორმატში . რომლის შეძენა lit.ge ს ონლაინ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი

174541 272257272841892 980460234 n წიგნის მაღაზია დიოგენეში გურამ მეგრელიშვილის წიგნის მოდელი 18/12 ის პრეზენტაცია გაიმართება

” მოდელი 18/12 ” სამეცნიერო ფანტასტიკის , მისტიკისა და ფსევდომეცნიერული აღმოჩენების ერთგვარი ნაზავია. დეტექტიური ფონი, კი სიუჟეტს დაძაბულს და საინტერესოს ხდის. წიგნში მოქმედება ანაკლიის სანაპიროზე რეკონსტრუირებულ სასტუმრო “harrowgate” ში ვითარდება სადაც განთავსებული სამეცნიერო ჯგუფი მუშაობას იწყებს. მოულოდნელად კი სასტუმროს ნომრებიდან ადამიანები ქრებიან … რა საიდუმლოს ინახავს ანაკლიის სანაპირო და კომუნისტურ ეპოქაში აშნებული სასტუმროს კედლები . ამას მკითხველი თავად წაიკითხავს.

გურამ მეგრელიშვილს გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: „10+2“ (თობალისი. 2002); „შენ“ (ჯეოპრინტი. 2005); „მრავალჯერადი ბოთლები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2008); „ადამიანის ქალაქი“ (დიოგენე. 2010); „iratta.ru” (ალიანსი. 2010); „კამა სუფრა“, „ნაღალატევ ქმართა პირველადი დახმარებისა და მოღალატე ცოლთა რეაბილიტაციის ცენტრი“, „მკაცრები და ნაზები“; „მწერალი“, „წიგნი 1“, (ლითერასი. 2011); „მოდელი 18/12“ (დიოგენე. 2011).

მწერალს ასევე ეკუთვნის კინოსცენარები ფილმისთვის : „კვენტინის სათვალე“ (2007); და „seaZone” (2010)

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შემოქმედებითი გაერთიანება “ვირგამი”ს 5 საბავშვო ილუსტრირებული წიგნი გამოსცა

3 თებერვალს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში . ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული 5 საბავშვო ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. რომლის ავტორები, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები და შემოქმედებითი გაერთიანება “ვირგამის” წევრები არიან.

პრეზენტაციაზე მოწვეული ბავშვებისთვის სხვადასხვა თემატური თამაშები და წამახალისებელი კონკურსები გაიმართა. გამარჯვებულებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

გამომცემლობამ ამ ეტაპზე შემოქმედებითი გაერთიანება “ვირგამი”ს შემდეგი წიგნები გამოსცა: “ზოლემია” , “ლაშას და ლუკას თავგადასავალი აგარაკზე” , “პატარა ობობას საათი” , “აი ია” , და “მდინარე” .

წიგნები უკვე გაყიდვაშია და მათი ფასი საშუალოდ 10 – 12 ლარია. წიგნების დათვალიერება ინტერნეტ სივრცეშიც შესაძლებელია გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ლაშას და ლუკას თავგადასავალი

მდინარე

პატარა ობობას საათი

გიგა ზედანია – “ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით , 30 იანვარს ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”. კონფერენცია პროფესორ გურამ თევზაძის 80 წლის იუბილისადმი იყო მიძღვნილი . გიგა ზედანიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: ” ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”

ლევან გიგინეიშვილი – “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება “

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით , 30 იანვარს ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”. კონფერენცია პროფესორ გურამ თევზაძის 80 წლის იუბილისადმი იყო მიძღვნილი .  ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება” .

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”

7b5c57548e83 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება თემაზე: სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლებაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით , 30 იანვარს ილიას უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი 34, A101 აუდიტორია) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან: გურამ თევზაძე, თეო კობუში, გიგა ზედანია, სერგო რატიანი, თამარ ცოფურაშვილი, ნინო როდონაია, ლევან გიგინეიშვილი, მამუკა ბერიაშვილი. კონფერენცია 12 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება.

12:00 კონფერენციის გახსნა
12:10 გურამ თევზაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „კანტის მესამე ანტინომიის ასპექტით წარმოდგენილი 19-ე საუკუნის ფილოსოფია“
12:40 გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ”ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”.
13:10- 13:20 შესვენება
13:20 სერგო რატიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „მოჩვენება და თავისუფლება“
13: 50 თამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „ზნეობრიობისგან თავისუფალი სამართლის შესაძლებლობა? ფიხტეს კონცეფცია ბუნებითი სამართლის შესახებ“
14:20 – 15:00 ლანჩი
15:00 ნინო როდონაია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „იყო თავისუფალი, იაზროვნო თავისუფლად, იმოქმედო თავისუფლად“
15: 30 ლევან გიგინეიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) “ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება”
16:00- 16:10 შესვენება
16:10 მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) „სოკრატე ანტიკურობის განმანათლებელი. სამართლიანობა და ღვთისმოსაობა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ანუ ცხოვრების საფუძველი“
16:40 მაკა ლაშხია (ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტი) „სამართლიანობის არსი პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში“
17:10 თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტი) „სამართლიანობის ცნების ისტორიისათვის“

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers:

WP-Backgrounds by InoPlugs Web Design and Juwelier Schönmann